მგონი დროა გაკეთდეს “მაგნიცკის სიის” ანალოგიური “მზია ამაღლობელის სია” – გია ხუხაშვილი

14 hours ago 3

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას “მზია ამაღლობელის სია”, სადაც, მისი აზრით, უნდა მოხვდეს კონკრეტული ხალხი, ვინც დაექვემდებარება სხვადასხვა პროფესიულ, სოციალურ და ეკონომიკურ შეზღუდვებს:

მგონი დროა გაკეთდეს “მაგნიცკის სიის” ანალოგიური “მზია ამაღლობელის სია”, რომელშიც მოხვდება ყველა პოლიტიკოსი, ძალოვანი, მოსამართლე, “ჟურნალისტი”, რომელსაც პირდაპირი, ან ირიბი შეხება აქვს მისი წამების ქრონიკასთან.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ და ანალოგიური საქმეების ყველა ფიგურანტი, რომელიც სიაში მოხვდება, უნდა დაექვემდებაროს სხვადასხვა პროფესიულ, სოციალურ და ეკონომიკურ შეზღუდვებს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

სრულად წაკითხვა