მამუკა მდინარაძის უწყებაში ელისო კილაძის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და მას „მდაბიო „ფეიკს“ უწოდებენ.
დღეს, 15 ივნისს, სასამართლო სხდომაზე ელისო კილაძემ განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, კახა კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურის და უჩა მამაცაშვილის გაშავებას სთავაზობდა, ხოლო მიღებული უარის შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეკერა.
„ასეთ მდაბიო „ფეიკ“ განცხადებაზე საპასუხო კომენტარი არ იქნება“, – განუცხადეს ნეტგაზეთს მამუკა მდინარაძის უწყებაში.
ელისო კილაძე თაღლითური ქოლცენტრების საქმეზეა დაკავებული. მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელისო კილაძესთან ერთად იმავე საქმეზე ბრალს უყენებენ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, მერაბ ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს და სხვებს.
ელისო კილაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე მამუკა მდინარაძის შურისძიებაა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·