“მდგომარეობა დღითიდღე უარესდება” – რას ამბობენ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე ადვოკატი და ექიმი

1 hour ago 1

23.06.202623.06.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალის, ელენე ხიშტარიას მკურნალობის პროცესში ჩაერთვება მისი მკურნალი რეანიმატოოლოგი სამოქალაქო კლინიკიდან. ეს პირობა მიიღეს ციხის ადმინისტრაციისგან ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ და ნდობით აღჭურვლმა ექიმმა, ანი ქავთარაძემ.

თუთბერიძე და ქავთარაძე ხოშტარიას სანახავად, რუსთავის ქალთა ციხეში მას შემდეგ შევიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ პატიმარი ქალის მდგომარეობა დამძიმდა. ისინი, გარდა იმისა, რომ მოინახულეს თავად ხოშტარია, შეხვდენ პენიტენციური სამსახურის დირექტორის, ციხის დირექტორს და ციხის მთავარ ექიმს.

როგორც ექიმი ანი ქავთარაძე ამბობს, არებობს ეჭვი, იმ ქრონიკული დაავადებების გარდა, რომელიც ელენე ხოშტარიას დაკავებამდეც ჰქონდა, მას აქვს კიდევ ერთი მძიმე დაავადება. იმ შემთხვევაში, თუ გამოკვლევების შემდეგ, ხოშტარიას ეს დაავადება დაუდატსურდება, ქავთარაძის შეფასებით, აუცლებელია პატიმრის გადაყვანა მაღალტექნოლოგიურ სამოქალაქო კლინიკაში.

“დაკარგულია არაერთი დღე, წუთი, საათი, რომლის დროსაც უნდა მომხდარიყო საბოლოო დიაგნოსტირება და ელენეს მდგომაროების მართვა-გაუმჯობესება დ ამკურნალობა, რაც დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, სახეზე არ გვაქვს. ელენეს კლინიკური მდგომარეობა არის დამძიმებული, გაუარესებული უკიდურესად. მათ შორის, წინა დღეებთან შედარებით. შესაბამისად, უაღრესად მნიშვბელოვანია სწრაფად მოქმედება, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და მკურნალობის დროულად დაწყება.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ არა მხოოდ ჩემი, არამედ ჩემი სხვა კოლეგების მოსაზრებითაც, იმ დიაგნოზის მართვა და მკურნალობა, რომელზეც ჩვენ გვაქვს ეჭვი, პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია, ვინაიდა მოგეხსენებათ, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, არაერთი სხვა დაავადება გადატანილი. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისიწნებით, ის საჭიროებს სამკურნალო სერვისების მიღებას მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. ის იტანჯება ტკივილით და მე, როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, აუცილებლა დუნდა განვაცხადო, რომ ასეთი ტიპის, ძლიერი, ქრონიკული ტკივილის, მუდმივი ხასიათის ტკივილის არსებობა და ადექკვატური მართვის არარსებობა, შეიძლება ითქვას, რომ უტოლდება წამებას ციხის პირობებში. ეს პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაჭრილი”, – განაცხადა ანი ქავთარაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მადლობა გადაუხადა ციხის ადმინისტრაციას დღევანდელი შეხვედრის შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ მასთან ერთად ხიშტარიას მონახულება შეძლო მისი ნდობით აღჭურვილმა ექიმმა, ანი ქავთარაძემაც. თუთბერიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ დღეს მომხდარა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ხოშტარიას პარტიის წევრები და მისი ინტერესების დამცველები კვირებია საბრობენ – რომ ციხეში მას სათანადოდ არ მკურნალობენ.

“ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ ელენეს ჯანმრთელობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებში ჩაერთვება ნდობით აღჭურვილი ექიმი სამოქალაო კლინიკიდან. ამასთან, მივიღეთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა აუცილებელ მკურნალობა მას უნდა ჩაუტარდეს. ციხის ადმინისტრაცია ამისთვის მზადყოფნას გამოთქვას.

ამავე შევედრაზე, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ რამდეიმე კვირის განმავლობაში, ნამდვილად არსებობდა და ნამდვილად არსებობს დღემდე. მე იმედი მაქვს, ჩვენ არ დავავიანეთ ისე, რომ უკვე შეუქცევად შედეგებთან გვქონდეს საქმე. თუმცა, ვიზუალური დაკვირვებით, მე როგორც არა ექიმმა, შემიძლია ვთქვა, რომ ელენეს მდგომაროება დღითიდღე უარესდება. ბოლო საათების განმავლობაშიც კი, მისი მდგომარეობა გაუარესებულია”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

სრულად წაკითხვა