WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

,,მე არ ვიცი, რას ვულოცავთ ბავშვებს სწავლის დასაწყისში, სადაც ჩვენი არაერთი სკოლა დღემდე საბჭოთა კონცეფციით მუშაობს, სადაც მასწავლებლების დიდი ნაწილი მოსწავლეებისგან თავიანთი უსამართლობების მიმართ უსიტყვო მორჩილებას ითხოვს, სადაც მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ მოსწავლეებს გამოარჩევს, რომელთა მშობლების “პატივში” იმყოფება და არ მთავრდება ათწლეულებია სკოლებში ამ “პატივისათვის” მშობლების იძულება, ვინც არ იზიარებს ამ საბჭოურ მიდგომას, მათ შვილებს კი “აუთსაიდერობისკენ” ექაჩებიან.

ამ სიმახინჯეების სპექტრშია მოსწავლეთა შეფასება, როგორც მასწავლებლის მთავარი იარაღი, ზოგადადაც, იმდენი სიმახინჯეა დღევანდელ სკოლაში, რომ სიტყვა ვერ აღწერს და იმ ორიოდე მასწავლებელს, რომლებიც მართლაც მასწავლებლები არიან, განსაკუთრებული მოფრთხილება და მხარდაჭერა სჭირდებათ და მადლობა მათ, რომ არსებობენ.

ვისაც კი დღევანდელ სკოლებთან შეხება აქვს, ასმაგად ირონიულია, რომ მთელი აქცენტი ლამის ფორმებზეა, იქ, სადაც რას ასწავლიან, ვინ ასწავლის, როგორი დამოკიდებულება აქვს, რა აინტერესებს და რა უნდა, რას უსურვებს თავის მოსწავლეებს, კაცმა არ იცის.