,, მე აქ ვრჩები და არსად მივდივარ” – სალომე ზურაბიშვილი

1 week ago 6

5

სალომე ზურაბიშვილი კალაძისთვის მიმართვის შემდეგ 14 დეკემბერს ,,ოცნების” პრეზიდენტის არჩევაზე:

,,მეორე პროვოკაცია არის ხვალ რაც ხდება პარლამენტში – პროვოკაცია თუ პაროდია, არ ვიცი როგორ დავარქვა, ალბათ უფრო პაროდია რადგან ეს იქნება ის ღონისძიება, რომელიც მოკლებული არის მთლიანად ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციურია, არალეგიტიმური, ეს მოკლებულია მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, ამიტომ ამაზე დიდხანს არც დიდი ანალიზი არ სჭირდება, არც დიდხანს გაჩერება ამ თემაზე. ყველაფერი არის პაროდია თუნდაც დღეს რაც ხდება, რომ “ოცნებიდან” გადის “ხალხის ძალა”, მერე დაბრუნდება, მერე იქიდან ნიშნავენ პრეზიდენტს თუ არ ნიშნავენ… მოკლედ, ეს უკვე აღარ არის არაფერი, კავშირი აღარ აქვს ამას რამე პოლიტიკურ პროცესთან და ეს არის ყველაზე სამწუხარო იმიტომ რომ გაგვიხადეს სახელმწიფო პაროდიად და ეს ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან შეურაცხმყოფელი და ამითი ერთგვარად არის ასევე პროვოცირება ხალხის რეაქციების იმიტომ რომ ეს არის შეურაცხყოფა ყველაფრის, ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ ასე მოეპყრო დამოუკიდებელი ქვეყნის ინტიტუტებს, თუნდაც პარლამენტს, პირველ რიგში, და ყველა სხვა ინსტიტუტებს და ეს არის ალბათ მიუღებელი..

მე აქ ვრჩები და არსად მივდივარ”

სრულად წაკითხვა