მსახიობი და ტელეწამყვანი საქართველოში მიმდინარე აქციებიდან ხშირად დებს სოციალურ ქსელში კადრებს. ამჯერად იამ პირველ არხთან 30 ნოემბერს მიმდინარე ამბებზე ისაუბრა.
„ძალიან ემოციური ღამე მქონდა. მე არ ვიცი, განსაკუთრებული რა გავაკეთე. მე ვერ ვხვდები. იდგნენ ლაპარაკობდნენ , უნდა შევიდეთო და არავინ შედიოდა..
სტუდენტებმა მთხოვეს, დილიდან ვყოფილიყავი მათთან ერთად. მაგრამ ჩემი ასაკი არ მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 100 პროცენტიან „ხოდზე“ ვიყო. კი გამოვიყურები ასე, მაგრამ წუხელ ცოტა ცუდადაც ვიყავი.
თქვენ გვერდით მიგულეთ. მე გამოვჩნდები მაშინ, როდესაც ყველაზე საჭირო ვიქნები და როდესაც ზემოდან ნიშანი მექნება. ყველანაირად გვერდზე დაგიდგებით, ოღონდ დილაუთენია აქციაზე დგომას და ღამისთევას ნუ მომთხოვთ“, – ამბობს ია ფარულავა.
წყარო: fortuna.ge/