“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” – ზურაბ ჟვანიას თანამოაზრეების აქცია

14 hours ago 2

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას მეგობრები, ახლობლები და თანამოაზრეები იკრიბებიან.

“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” – ამ შინაარსის ბანერი აქვთ პროტესტის რეჟიმში გადასულ მოქალაქეებს ადგილზე გაშლილი, რომლებიც რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

საპროტესტო აქციაზე ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანიაც იმყოფება. როგორც ის “პირველებთან” აცხადებს, ზურა სწორედ ის პოლიტიკოსი იყო, რომელიც სხვადასხვა კრიტიკულ ვითარებაში გამოსავლის ძიებასა და საერთო მიზნის გამოკვეთისკენ მიისწრაფოდა.

მძიმე სიტუაციაა. სულ იმაზე ვფიქრობ, ზურა როგორ მოიქცეოდა, როგორ შეეცდებოდა, რომ ყველა მხარესთან საერთო ენა გამოენახა. იყო პოლიტიკოსი, რომელიც გზების ძიებაში იყო და ადამიანური კავშირი ჰქონდა, რომელიც შემდეგ აძლევდა საშუალებას, რომ საერთო მიზანი და ინტერესი გამოეკვეთა”, – ამბობს ნინო ჟვანია. 

სრულად წაკითხვა