“მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!” – ნიკა გვარამია ხალხს თსუ პირველ კორპუსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

20 hours ago 2

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, პატიმარი ნიკა გვარამია 13 სექტემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თსუ-სთან შეიკრიბონ:

“დღეს 7 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან, დაათვლევინე შენი თავი მათ, ვინც ამტკიცებს რომ პატრიოტები ცოტანი ვართ!

მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!

არა რუსულ რეჟიმს!”, – წერია ნიკა გვარამიას ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, აქცია მანამდე დაანონსდა, სანამ ლევან ხაბეიშვილს დააკავებდნენ. ასევე შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილის პროცესი დღეს, 18:00-ზეა ჩანიშნული. პროკურატურა ლევან ხაბეიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის, ხოლო მურთაზ ზოდელავასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს. 

სრულად წაკითხვა