საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიტიური შეფასებებით ეხმაურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 29 იანვარს დამტკიცებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით:
“მე როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვულოცავ ქართველ ხალხს და ოპოზიციას გუშინდელ წარმატებას.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი დელეგაციის წევრებს, თინა ბოკუჩავას, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, სალომე სამადაშვილს და მარიკა მიქიაშვილს.
დიდი მადლობა ლიეტუვის დელეგაციას და ემანუელის ზინგერისს, ასევე უკრაინის დელეგაციასა და ოლექსეი გონჩარენკოს, ჩემი, მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის აქტიური მხარდაჭერისთვის.
საქართველოს მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება ნიშნავს ოფიციალურად საერთაშორისო დონეზე დიქტატურის გამოცხადებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.