,,სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების” მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით:
,,ოცნება” თავისი ამ დემარშით აგზავნის მკაფიო სიგნალს, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც, რომ ,,ქართული ოცნების” რეჟიმს არ სურს თანამშრომლობა, ფორმალური თანამშრომლობაც კი, ევროკავშირთან.
და ასევე ჩვენს დასავლელ მეგობრებში, დასავლელ პარტნიორებში, თუ კი იყო ვინმე ასეთი და იყვნენ, ვისაც სჯეროდა, რომ ,,ქართულ ოცნებასთან” შესაძლებელია კიდევ რაღაც სახის თანამშრომლობა, კიდევ შესაძლებელია, რომ ისინი მოუბრუნდნენ ევროკავშირს და ასე შემდეგ, მათთვისაც ძალიან გასაგებია, რომ ,,ქართული ოცნება” – ეს არის ძალა, რომელიც არ არის განწყობილი თანამშრომლობისკენ და რომელსაც არ სურს არანაირი საქმიანი ურთიერთობა ევროპასთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.