მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3%-ი ავიღეთ ჩვენ – იაგო ხვიჩია

1 day ago 6

წაკითხვა: 9

“მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3%-ი ავიღეთ ჩვენ”, – განაცხადა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ღამის კურიერის” ეთერში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას.

“რა შუაშია მე რამდენი ავიღე, მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3%-ი ავიღეთ ჩვენ. 97-ით 3 მოგვიგო ბიძინამ და ამიტომ ვარ შეგუებული “ქართული ოცნების” მმართველობას სხვა პარტიებისგან განსხვავებით. მე თავიდანვე ვიძახდი, არჩევნების მეორე დღეს, ვახო მეგრელიშვილმა თქვა, რომ ეს არჩევნები ბიძინამ მოგვიგო 97-ით 3-იო და ეს აისახა პარლამენტში, 100% არის ბიძინასი. სხვანაირად რომ ყოფილიყო, 97-ით 3 კი არა, 90-ით 10 რომ მოეგო, სხვა სიტუაცია იქნებოდა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა