“მე ხომ არ ვკითხავდი, რატომ არ დაგხვდნენთქო” – რას ჰყვება კაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ მან მიიყვანა სააკაშვილი სანზონის ბინაში

2 weeks ago 5

4

მესამე პრეზიდენტის მეგზურის ჩვენება – ელგუჯა ცომაია სასამართლოში გამოკითხეს. ტრაილერის მძღოლი, რომელმაც 8 დღე და 7 ღამე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჯერ შავ ზღვაში, შემდეგ კი საქართველოში გაატარა, ყვება როგორ დაბრუნდა იძულებითი ემიგრაციიდან სააკაშვილი და როგორ აღმოჩნდა საბოლოოდ სანზონაში მის საცხოვრელებ სახლში.

„ხაშურს რომ გამოვცდი, მომწერეს, მიხედეო. სად წამეყვანა? ბავშვი ხომ არ ვიყავი, ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი ადამიანს, როგორც ადამიანი, თქვენ დატოვებდით ქუჩაში? წამოვიყვანე სანზონაში.

მე ხომ არ ვკითხავდი, რატომ არ დაგხვდნენთქო, ტელეფონი ეკავა ხელში, ხან წერდა… საჭმელი ვიყიდეთ, ვჭამეთ, ჩემთვის არავის დაურეკავს და მიშას ვინ ურეკავდა, არ ვიცი. მეორე დღეს, საწვავს ვასხამდი მანქანაში, ისე გამაჩერა პოლიციამ, სახლში ვინ გყავსო, ხომ არ ვეტყოდი. სახლში ამიყვანეს, ჩემს მისვლამდე პოლიციით იყო სავსე. მერე არც მინახავს მიშა, სად ვნახავდი”,- განაცხადა ცომაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს წარედგინათ.

მათ მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

სრულად წაკითხვა