WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

 11 აგვისტოს ”მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და საქართველოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე სტაბილური განვითარებით გამოირჩევა. კომპანიის წარმატების საფუძველი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისი, პროდუქციის სწორი, მრავალფეროვანი ასორტიმენტი და ბაზარზე საუკეთესო ფასებია.

„მეგატექნიკა“ წარმოდგენილია საქართველოს 40-მდე ქალაქსა და დაბაში, 100-მდე პარტნიორი მაღაზიით. ზუგდიდში გახსნილი ახალი მაღაზია კი კომპანიის რიგით მე-12 ოფიციალური ფილიალია, რაც რეგიონის მოსახლეობისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურებასა და პროდუქციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

„მეგატექნიკა“ გახლავთ მსოფლიოს გიგანტი ბრენდების ოფიციალური პარტნიორი, ისეთის როგორიცაა : Hisense, Samsung, LG, Electrolux, De’Longhi, Braun, Kenwood, Philips, Acer, Simfer, Aux და სხვა. დიდი არჩევანით, რაც მთავარია საუკეთესო ფასად დაგხვდებათ ტელევიზორები, მაცივრები, სარეცხი მანქანები, კონდიციონერები, ყავის აპარატები, სამზარეულოს კომბაინები, ჩასაშენებელი ტექნიკა, მტვერსასრუტები, უთოები, ლეპტოპები და სხვა
სწორედ მეგატექნიკაში არის შესაძლებელი მსოფლიოში ყველაზე დიდი 116“-იანი ტელევიზორის შეძენა, რომელიც ამავდროულად საუკეთესო ჩვენების ხარისხით გამოირჩევა.

გახსნის ფარგლებში, ზუგდიდის ფილიალში სტუმრებისთვის მოეწყობა ტექნიკის ინტერაქციული დემონსტრაცია — De’Longhi-სა და Kenwood-ის აპარატებით მომზადებული ყავა, ბელგიური ვაფლები, აეროგრილში მომზადებული კერძები და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტესტირება. მხოლოდ ზუგდიდის ფილიალის მომხმარებლებისთვის მოქმედებს ექსკლუზიური ფასდაკლებები, სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები რაც 17 აგვისტომდე გაგრძელდება.