WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რატკლიფი, დაუანონსებელი ვიზიტით ეწვია მოსკოვს.

CBS News-ს წყაროებმა, რომლებიც იცნობენ ვითარებას განუცხადეს, რომ რატკლიფი მოსკოვში შეხვედრების გამართვის მიზნით ჩავიდა.

ცნობები მისი ვიზიტის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოსკოვის აეროპორტში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17A Globemaster III და ამერიკული დიპლომატიური კორტეჟი შენიშნეს.

ვიზიტი ცალკე დაადასტურა Axios-მაც, ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

Financial Times-ი იტყობინება, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ კიევს სთხოვა, ვიზიტის პერიოდში დროებით შეეჩერებინა შორ მანძილზე დარტყმები რუსეთის მსხვილ ქალაქებზე.

CIA-ს ან თეთრ სახლს ამ საკითხზე დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ვიზიტი მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა შეჩერებულია აშშ-ის შუამდგომლობით გამართული მოლაპარაკებები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად.