მედიის ცნობით, უნგრეთის ყოფილი პრემიერის ძმა, არონ ორბანი, საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის საქმეზე დააკავეს.
9 ნოემბერს აქტივების დაბრუნებისა და დაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NVVH) განაცხადა, რომ ბუდაპეშტსა და პეშტის ოლქში, ადამიანთა უკანონო გადაყვანის საქმესთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულების ვინაობა, ამ ეტაპზე, დაზუსტებული არაა.
ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„ამ ბინძური თამაშის მიზანი პოლიტიკური ოპონენტის ჩამოშორება და ერთპარტიული სისტემის დამყარებაა. სამიზნე მე ვარ, ჩემი ძმა კი – მხოლოდ იარაღი“.
სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა მოქმედმა პრემიერმა, პეტერ მადიარმაც და განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანმა „როგორც ყოველთვის, მაშინვე სხვებისკენ გაიშვირა ხელი და, როგორც „მამაცმა“ ქუჩის მებრძოლმა, თავი მყისიერად მსხვერპლის როლში წარმოაჩინა“.
უნგრეთს ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომაც განაცხადა, რომ მისი გამომძიებლები, NVVH-ის კოლეგებთან ერთად, „ერთობლივ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ ორ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით“.
netgazeti