34
ბიზნესმენი ფადი ასლი:
,,დღეს ნაშუადღევს, ლოპოტას ტბიდან თბილისისკენ, გომბორის გზით დაბრუნებისას, ჩემი ავტომანქანის საბურავი საშინელ ორმოში მოხვდა და წამებში დაეშვა.
გზის პირას გავაჩერე, რომ ის სათადარიგო საბურავით შემეცვალა, მაგრამ ჭანჭიკების მოშვება ვერ შევძელი. საკმაოდ უსიამოვნო მდგომარეობაში აღმოვჩნდი, თუ გავითვალისწინებთ, რომ სრულიად მარტო ვიყავი, არსად არაფრის შუაგულში.
უცებ ჩემ გვერდით მანქანამ გააჩერა. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად მგზავრობდა, მკითხა, მჭირდებოდა თუ არა დახმარება. მან საკუთარი საბარგულიდან ამოღებული ინსტრუმენტებით მოახერხა საქმის ბოლომდე მიყვანა.
მას მანქანა იმის გამო არ გაუჩერებია, რომ მიცნო. მან გააჩერა იმიტომ, რომ ქართველია, ქართველები კი ერთმანეთს ეხმარებიან.
ასეთი რამ ძალიან იშვიათია სხვა ქვეყნებში!
მეკითხებით, რატომ მიყვარს საქართველო? თუნდაც მხოლოდ ამის გამო, სამუდამოდ მექნება შეყვარებული საქართველო და ქართველები.
ეს მახსენებს იმას, რაც ჩემი წიგნის „ცხოვრება მორიელებთან ერთად“ შესავალში დავწერე:„მიყვარს ყველაფერი საქართველოს შესახებ: ლანდშაფტი, პეიზაჟები, ხალხი, კულტურა და ისტორია. ჩემი სიყვარული საქართველოსადმი ისეთი უსაზღვროა, რომ ის ადამიანებიც კი მიყვარს, რომლებიც არ მომწონს, რამდენადაც ოქსიმორონულად არ გაჟღერდეს ეს!“
– ფადი ასლი
2020 წლის 23 აგვისტო“
საერთაშიროსო alia.ge