ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს დღემდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.
„მენატრები, დეე… მალე ჩამეხუტე… ძალიან მჭირდები, დეე, მჭირდები, რომ ვისუნთქო… ველოდები ნათლისღების სასწაულს… 555 105 500 ნათია“, – წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრეს დედა, ნათია დიაკვნიშვილი.
ალექსანდრე მეცხრე კლასის მოსწავლეა.