მეორე ქართველი პარიზში? - კვარას გუნდი ხარებაშვილს აკვირდება

3 hours ago 2

PSGINSIDE ACTUS-მა დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი დინამო თბილისის 16 წლის უკანახაზელის, საბა ხარებაშვილის ტრანსფერითაა დაინტერესებული.

აქამდე იწერებოდა, რომ ხარებაშვილით კიდევ არაერთი გრანდია დაინტერესებული, ესენია: მადრიდის რეალი, ბარსელონა, ბაიერნი და სხვა.

საბა ხარებაშვილი მარკეტზე 800.000 ევროდაა შეფასებული. ის ახლა დინამო თბილისის მთავარი გუნდის წევრია და არაერთ ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია.

სხვათა შორის, ხარებაშვილი ახალგაზრდა ტალანტების სიაშიც მოხვდა, რომლებსაც სკაუტები დიდ ყურადღებას აქცევენ.

სრულად წაკითხვა