მერაბ მეტრეველი იმედგაცრუებულია (ვიდეო)

1 week ago 10

წაკითხვა: 1

“პოსტები მხვდება, რა მოხდა, ამ ხალხს თავისი ბავშვობის კუმირი არ ჰყავდა აქამდე ცოცხლად ნანახი და წავიდა სტადიონზეო. როგორ ვერ ხვდებით, სტადიონზე რომ წავიდა ხალხი ეგ კი არაა პრობლემა, არამედ დაბერებული რონალდინიოს ძუნძულის სანახავად ათჯერ და ოცჯერ მეტი ადამიანი რომ მიდის, ვიდრე პროტესტზე დადის, აი, ეგაა პრობლემა.

ეს ნიშნავს, რომ ქართველების დიდი ნაწილი შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებულ პრობლემას ვეღარ ხედავს, განსაკუთრებით აღარ ადარდებს პროევროპული კურსიდან გადახვევას, აღარ ადარდებს დაუსჯელი მოძალადეები და დასჯილი უდანაშაულო ახალგაზრდები, ან ადარდებს, მაგრამ არაფრის შეცვლის იმედი არ აქვს და ეგუება.

ნახეთ, რამდენი ადამიანი იყო დღეს “ოჯახის სიწმინდის დაცვის” დღეზე?

გასაგებია, რომ იქ მისული ხალხი საპტრიარქომ გამოიყვანა და არა ხელისიფლებამ, მაგრამ შარშან ამ დროს არანკლები იყო ხალხის რაოდენობა საპროტესტო აქციებზეც და ვდავობდით, რომელ აქციაზე მეტი ადამიანი მივიდა, მაგრამ წელს საპროტესტო აქციებზე იმის მეათედი ადამიანიც აღარ მოდის, რაც შარშან.

რა, ხელისუფლება შარშანდელი გაზაფხულის მერე ევროპულ გზას დაუბრუნდა? დემოკრატია გაუმჯობესდა? თუ პირიქით, გაურესდა მდგომარეობა ყველა მიმართულებით?

რა თქმა უნდა, გაუარესდა, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი ამას არ იმჩნევს და ერთობა. აი, ესაა პრობლემა და არა, დაბერებული გაუჩოს ძუნძულის სანახავად წასული ხალხი.”- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა