მერაბი-უმარის დაპირისპირება დღის ბრძოლად დასახელდა - ჩემპიონმა სოლიდური ბონუსიც აიღო

2 hours ago 2

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.

გამარჯვებისთვის მერაბმა 1.58 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ასევე ცნობილი გახდა, რომ UFC-იმ მერაბისა და უმარის დაპირისპირება დღის ბრძოლად აღიარა და ქართველი დამატებით 50 000 დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი კარიერაში პირველად დაიცვა.

სრულად წაკითხვა