როგორც მოგეხსენებათ, 18 იანვარს მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ ბრძოლასთან დაკავშირებით შონ ო’მალიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
“იდეალური იქნება, თუ მერაბი უმარს დაამარცხებს და მე რემატჩს მივიღებ. მაგრამ თუ უმარი მოიგებს, ჩემი მომდევნო მეტოქე ის იქნება. იმედია, ეს 2025 წლის შუა რიცხვებში მოხდება”. - განაცხადა შონ ო’მალიმ.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი 15 სექტემბერს დაამარცხა.