იტალიური კლუბების რომას და ფიორენტინას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ფაბრიციო ლუკეჩიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის კონტრაქტზე ისაუბრა.
"ნაპოლის სპორტული დირექტორი რომ ვიყო როგორ მოვიქცეოდი ხვიჩას კონტრაქტთან დაკავშირებით? ზუსტად ისე გავაკეთებდი, როგორც ახლაა - ნაპოლი სიტუაციას კარგად მართავს, ერთის მხრივ ისინი კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც მუშაობენ და თუ ეს არ გამოვიდა, ხვიჩას შემცვლელი დევიდ ნერეშიც უკვე ნაპოვნი ჰყავთ. ასე კლუბი ქართველის მოულოდნელ წასვლას მოუმზადებელი არ შეხვდება.
ბრაზილიელი შემტევის ნაჩვენები თამაშით გამოჩნდა, რომ ნერეშმა ნაპოლი ხვიჩასგან დამოუკიდებელ კლუბად აქცია
", - განაცხადა ლუკეჩიმ.