"მერაბს ომალთან ჩხუბის ნაცვლად, ეს მეტოქე სურდა" - რაზე უთხრა UFC-მ უარი ქართველს

6 days ago 17

მერაბ დვალიშვილს სატიტულო ქამრის დაცვა შონ ომალის წინააღმდეგ არ სურდა - ინფორმაციას ამის თაობაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი არიელ ჰელვანი ავრცელებს.

"მერაბს პიოტრ იანთან ჩხუბი სურდა, მაგრამ UFC-მ შონ ომალის ვარიანტი არჩია - მერაბს უთხრეს, თუ ფულის გამომუშავება უნდოდა, ომალი არის მებრძოლი, რომელსაც უნდა ეჩხუბოს", - განაცხადა ჰელვანმა.

ცნობისთვის, დვალიშვილის და ომალის პირველი დაპირისპირება 2024 წლის სექტემბერში შედგა, სადაც ქართველმა მანქანამ დომინანტური გამარჯვებით ქამარი დაისაკუთრა.

სრულად წაკითხვა