შერეული ორთაბრძოლების მსუბუქი წონის უკრაინელმა მებრძოლმა, დანიილ დონჩენკომ, სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან ვარჯიშებზე ისაუბრა. დონჩენკოს თქმით, მისი გამოცდილება კორმიესთან და ჯონ ვუდთან ვარჯიშით დაეხმარა, კარგად გაეგო დვალიშვილის სიძლიერეები და სუსტი წერტილები.
„მერაბმა იცის, როგორ არ დახარჯოს ზედმეტი ენერგია. ყველაფერი მარტივია, მაგრამ ამას ცოდნა სჭირდება. მას უსაზღვრო გამძლეობა არ აქვს, უბრალოდ იცის, როგორ გამოიყენოს შესაძლებლობები მაქსიმალურად,“ — აღნიშნა დონჩენკომ.
ცნობისთვის, დვალიშვილი 4 ოქტომბერს UFC 320-ზე კორი სენდჰეგენს შეხვდება და სუპერმსუბუქი წონის ქამრის მესამედ დაიცავს.