WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“მერამდენე წრეზე ივანიშვილის გუნდი ცდილობს აგვისტოს ომზე რუსეთს მოხსნას პასუხისმგებლობა” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

მერამდენე წრეზე ივანიშვილის გუნდი ცდილობს აგვისტოს ომზე რუსეთს მოხსნას პასუხისმგებლობა.

ბოლო რამდენიმე წელია ამას ცდილობენ. გავიხსენოთ “ბოდიშის მოხდის” განცხადება, შემდეგ წულუკიანის კომისიის პირველი სხდომები, შემდეგ მისი ანგარიში და ბოლოს პარტიების აკრძალვის სარჩელი, სადაც დიდი ნაწილი სწორედ ისევ ომის დაწყებას ეხება და რუსეთის აგრესია მართლდება. რისთვის ხდება ეს?

– ამას აქვს კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი ამოცანა. რუსეთის აგრესიას ბოლო ათწლეულებში საფუძვლად უდევს სამი შემთხვევა: 2008 წლის აგვისტო, 2014 წლის უკრიანული ყირიმის ოკუპაცია და 2022 წლის თავდასხმა უკრაინაზე. იმ შემთხვევაში თუ შეიცვლება 2008 წლის ომის ამბავი და გადაიწერება 2008 წლის ისტორია, რუსეთის იარლიყი, როგორც აგრესორი, შემსუბუქდება. რაში სჭირდება მარიონეტული მთავრობა კრემლს თბილისში, თუ ეს ამოცანაც არ გამოადნო მისგან?

– სამართლებრივი დასაბუთების შექმნა 2008 წლის ოკუპაციის შედეგებისთვის. თუ აგრესია გამართლებული იყო, მაშინ მისი შედეგების მიმართაც არ უნდა დაისვას კითხვები.

სამარცხვინო ისაა, რომ დღეს მთელი მსოფლიო აკეთებს განცხადებებს საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ, ჩვენი საკუთარი ხელისუფლების გარდა.

დიდება გმირებს! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს.🇬🇪🇬🇪🇬🇪” – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

“მერამდენე წრეზე ივანიშვილის გუნდი ცდილობს აგვისტოს ომზე რუსეთს მოხსნას პასუხისმგებლობა” – ანა დოლიძე
პარალელი