მერეტი კონკურენციას ვეღარ უძლებს და "ნაპოლიდან" წასვლას უახლოვდება

6 hours ago 2

"ნაპოლიმ“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კამპანია ჩაატარა, რასაც სეზონის სტარტიც ნათლად ადასტურებს – ანტონიო კონტეს გუნდი სამ ტურამდე უდანაკარგოდ ლიდერობს სერია A-ს. "პარტენოპეიმ“ თითქმის ყველა პოზიცია გააძლიერა და განსაკუთრებული ცვლილება კარის ხაზზე მოხდა, რამაც ალექს მერეტის მომავალი სრულიად გაურკვეველი გახადა.

ზუსტად ორი თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მერეტი "სან პაოლოს“ დატოვებაზე სერიოზულად იფიქრებდა. ივნისში კლუბმა და იტალიელმა კიპერმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რის შემდეგაც არსებობდა განცდა, რომ „ნაპოლიში“ მეკარის პრობლემა წლების განმავლობაში დახურული იქნებოდა. თუმცა ყველაფერი თავდაყირა დააყენა ვანია მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერმა, რომელიც ანტონიო კონტეს უშუალო სურვილით განხორციელდა.

28 წლის სერბმა ძალიან სწრაფად მოიპოვა პირველი ნომრის სტატუსი და მერეტი ძირითად შემადგენლობაში ადგილი მთლიანად დაკარგა. კონტესთვის მილინკოვიჩ-სავიჩი უფრო საიმედო და გამოცდილ არჩევანად იქცა, ხოლო იტალიელი მეკარე იძულებული გახდა, სკამზე გადაესვენებინა.

ეს ვითარება მერეტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც იტალიურ მედიაში წერენ, 28 წლის კარის დარაჯი კლუბის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს. თუ სეზონის ბოლომდე ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება, ალექს მერეტი "ნაპოლის“ მაისურს უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაში აუცილებლად "გამოიცვლის".

სრულად წაკითხვა