გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 21 ივლისს ბერლინში ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ვრცელი საუბარი გამართა. კავკასიის ენერგომატარებლებით მდიდარი ქვეყნის მმართველთან მერცის საუბრის თემა, კანცლერის თქმით, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხში თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
„ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა - განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში - მომდევნო წლებში. გერმანიის პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს ჩვენი იმპორტის დივერსიფიკაციაში, კერძოდ, გაზის იმპორტის“, - განაცხადა მერცმა.
მერცის და ალიევის შეხვედრამდე 20 ივლისს ემიგრაციაში მყოფმა აზერბაიჯანელმა რეჟისორმა, „დაუმორჩილებელი ოთახის თეატრის“ (ADO) დამფუძნებელმა, ელმინ ბადალოვმა ევროპის ინსტიტუტებსა და სახელმწიფოთა მეთაურებს ღია წერილით მიმართა. იგი ევროპას მოუწოდებს, ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესებისთვის არ დახუჭოს თვალი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
აზერბაიჯანში პოლიტიკური უფლებები მნიშვნელოვნად შეზღუდულია.
ეს ქვეყანა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, მათ შორის Freedom House-ის ანგარიშებში, - ერთ-ერთ ყველაზე არათავისუფალ ქვეყნადაა მიჩნეული.

6 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·