თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ “ახმეტელის თეატრი”-“სადგურის მოედნის” მონაკვთზე მეტროს მუშაობის შეფერხება მეტროსადგურ „დიდუბის” ტერიტორიაზე ლიანდაგებში მგზავრის ჩავარდნამ გამოიწვია.
ინციდენტი მეტროსადგურ „დიდუბის” ტერიტორიაზე მოხდა.
“ჯერ ისევ შეფერხებაა. მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ "სადგურის მოედანი"- "ვარკეთილის" მონაკვეთზე ხდება”, - გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
უწყება არ ფლობს ინფორმაციას ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას ცდილობს.
radiotavisupleba ახალი ამბები