WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

10

მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის დასრულება კიდევ ერთხელ გადაიდო. ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია და მშენებელი კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ შეთანხმდნენ. ცნობილია, რომ ახალ ვადად 2026 წლის 30 დეკემბერი განისაზღვრა

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მალევე გაწყდა.

ამის შემდეგ, მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა, პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. თავდაპირველად ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა, თუმცა ის ჯერ 17 ნოემბრამდე, შემდეგ 30 დეკემბრამდე, შემდეგ კი 2026 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა. მოგვიანებით, 11 მარტს, მერიამ გამოაქვეყნა განცხადება და დაწერა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლომდე დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.