მეცნიერული ინოვაციები და საეჭვო ვითარებები

3 weeks ago 11

გარიაევი გახლდათ მეცნიერი, რომელმაც შეიმუშავა ე.წ. ტალღური გენეტიკის თეორია. მისი კვლევების თანახმად, შესაძლებელია ადამიანის დნმ-ის კოდის შეცვლა ელექტრომაგნიტური და აკუსტიკური ვიბრაციებით. ის ამტკიცებდა, რომ სწორ სიხშირეებზე ზემოქმედებით შეიძლებოდა ორგანოების რეგენერაცია, დაბერების პროცესის შეჩერება და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, რაც დღეს ტრადიციული მედიცინის ფარგლებს სცდება. მან 86 წლის ქალს, კბილი ამოუყვანა სწორად შერჩეული ვიბრაციით და სხვა მრავალი…

გარიაევის ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ შესაძლებელი იყო დაზიანებული ორგანოების აღდგენა ვიბრაციული გენეტიკური კოდირების გამოყენებით. ერთ-ერთმა კვლევამ, აჩვენა, რომ თაგვებში ტალღური გენეტიკის საშუალებით პანკრეასის რეგენერაცია განხორციელდა. ამასთან, მისი თეორია ამტკიცებს, რომ ადამიანის გონება და ცნობიერება პირდაპირ უკავშირდება გენეტიკურ მასალას, და შესაძლებელია, რომ გენეტიკური ინფორმაცია გადაეცეს სხვადასხვა ინდივიდებს.

გარიაევის სიკვდილი საკმაოდ უცნაურ გარემოებებში მოხდა 2020 წელს, ისევე როგორც სხვა გენიალური მეცნიერების. მისი მიმდევრები თვლიან, რომ მისი ტექნოლოგიების ფართოდ გახმაურება საფრთხეს უქმნიდა ფარმაცევტულ ინდუსტრიას, რომელიც დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების მართვაზე, ვიდრე მათ სრულ განკურნებაზე. ამიტომ, არსებობს რეალური მიზეზი იმისა, რომ მისი მოულოდნელი გარდაცვალება ხელოვნურად ყოფილიყო გამოწვეული.

მისი კვლევების მიხედვით, ტალღური გენეტიკის სწორი გამოყენება საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ დაავადებების განკურნებას, არამედ დაბერების პროცესის რევერსირებას. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანის სხეული შეიძლება ინფორმაციულ ველში ჩაეწეროს და საჭირო სიხშირეებით შესაძლებელი გახდეს ნებისმიერი ბიოლოგიური პროცესის მართვა. თეორია გულისხმობს იმასაც, რომ ფიზიკური სხეული შეიძლება მოერგოს ახალ გენეტიკურ ინფორმაციას, რაც ნიშნავს, რომ სწორ ვიბრაციებზე ზემოქმედებით შესაძლებელია ახალგაზრდობის შენარჩუნება და სიცოცხლის გახანგრძლივება.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ მეცნიერებაში ეს იდეები ჯერ კიდევ საკამათოა, მათზე კვლევები მიმდინარეობს და არაერთი დამოუკიდებელი მეცნიერი ცდილობს გაარკვიოს, რამდენად შესაძლებელია მსგავსი ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენება. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია მაინც ვერ დარჩება ჩაკეტილი წრეში და მალე უფრო ფართო მასები გაიგებენ მის შესაძლებლობებზე.

ნელ – ნელა ყველაფერი გამჟღავნდება და ფარისეველი მედიცინის ინდუსტრია, ჩამოიშლება.

წყარო: Vato Marmenio

სრულად წაკითხვა