მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდე, მაგრამ მე არ ვიქნები მის მიმართ კეთილი, მე მას მტრად ვთვლი -ზელენსკი

3 hours ago 2

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მზადაა სამშვიდობო სამიტის ფარგლებში პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს – ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პიერ მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მისი პირადი დამოკიდებულება პუტინთან უმნიშვნელოა. ამავე ინტერვიუში მან განმარტა, რომ უკრაინა “დიპლომატიურ გზაზე გადასასვლელად” უკვე მზად არის.

“თუ ეს იქნება ერთადერთი სქემა, რომლის წყალობითაც შევძლებთ მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინელებს და არ დავკარგოთ ხალხი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე წავალთ. მზად ვარ სამშვიდობო სამიტის ფარგლებში პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდე. ამას გავაკეთებ მიუხედავად იმისა, რას ვგრძნობ მის მიმართ. მე არ ვიქნები პუტინის მიმართ კეთილი, მე მას მტრად ვთვლი და ვფიქრობ, რომ მასაც მტრად მივაჩნივარ” – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სრულად წაკითხვა