WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი შეთავაზებით, მოლაპარაკებები თურქეთში უნდა გაიმართოს, პროცესის შუამავლობა კი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნდა იკისროს.

CNN Türk-თან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის დასრულების საკითხზე არსებული უთანხმოებების ნაწილი მხოლოდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე შეიძლება გადაწყდეს. მისი შეფასებით, დელეგაციებისა და ტექნიკური ჯგუფების შესაძლებლობები ამ მიმართულებით შეზღუდულია.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთის არჩევა იმ გარემოებასაც უკავშირდება, რომ ერდოღანს პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს.

შეხვედრის ინიციატივას წინ უძღოდა კრემლის განცხადება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, პუტინი მზად არის, ზელენსკის სატელეფონო ზარს უპასუხოს. ამასთან, მან კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინის ლიდერს მოსკოვში ჩასვლა და მოლაპარაკებების გამართვა შეუძლია.