WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

დღეს, 6 აგვისტოს, ერთი წელი გავიდა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ თარიღთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების საელჩოები საერთო განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს:

„დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.

ეს განცხადება გაავრცელა საფრანგეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, საელჩოებმა. პოლონეთის საელჩომ განაცხადა:

„ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დღეს, ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პოლონეთის საელჩო თბილისში შეშფოთებას კვლავ გამოხატავს, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნული განაჩენი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას“.

მასალა განახლდება.