მზია ამაღლობელს გამოეხმაურა ნობელიანტი, ვისი წიგნითაც ის დღეს პროცესზე მივიდა

1 day ago 1

ნობელის პრემიის მფლობელი ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მარია რესამ პლატფორმა X-ზე გააზიარა პოსტები, რომელსაც დართული აქვს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის ფოტოები, სადაც მან მარია რესას წიგნი – “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” – მიიტანა.

„საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ… [ეს] წარმოუდგენელია #თავისუფლებასაქართველოს“, -წერს მარია რესა.

After 47 days of protests … would’ve been unimaginable #FreeGeorgia https://t.co/v085CWj31p

— Maria Ressa (@mariaressa) January 14, 2025

ამის შემდეგ მარია რესამ მზია ამაღლობელზე კიდევ ერთი პოსტი გააზიარა, რომელსაც თან დაურთო სტატიის ლინკი, სადაც მოთხრობილია ამბავი ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის დაკავების შესახებ.

More about Mzia Amglobeli, who runs 2 news groups https://t.co/Qef7EPleBZ after 47 days of protests https://t.co/ffQydRxSDo

— Maria Ressa (@mariaressa) January 14, 2025

დღეს, 14 იანვარს, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი თავის სასამართლოზე მიიყვანეს ხელში წიგნით: “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”.

ამ წიგნის ავტორია ნობელის პრემიის მფლობელი ფილიპინელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მარია რესა. დამფუძნებელი ონლაინ გამოცემისა “რაპლერი”.

მარია რესამ ნობელის პრემია 2021 წელს მიიღო. მანამდე ფილიპინების პრეზიდენტ დუტერტეს კრიტიკის გამო ის არაერთგზის გამხდარა სოცქსელებში კამპანიური თავდასხმების ობიექტი, ხოლო სამართალდამცველებმა ბრალიც წარუდგინეს და ცოტა ხნით დაპატიმრებულიც იყო.


11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედიაპლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.

იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.

გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად, სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ.

სრულად წაკითხვა