
პატიმრობაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი და ონლაინ მედია საშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატი გახდა. ეს ნორვეგიული Fritt Ord Foundation-ისა და ZEIT Stiftung Bucerius-ის ყოველწლიური პრემიაა და ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რთულ პირობებში მომუშავე ჟურნალისტებსა და მედია საშუალებებს აჯილდოებს. ამაღლობელი იმ ექვს ჟურნალისტსა და მედია საშუალებას შორისაა, რომლებმაც წელს ეს პრემია მიიღეს.
„ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე გახდა“, – ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში, რომლის თანახმადაც მას ეს ჯილდო ჟურნალისტური კეთილსინდისიერებისადმი 25 წლიანი ერთგულებისთვის ხვდა წილად.
აგვისტოში ამაღლობელი, აზერბაიჯანელ და უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად, ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაში მოხვდა.
This post is also available in: English
Read Next
07/08/2025 - 13:10
ევროკავშირი მზია ამაღლობელის დაპატიმრებას გმობს და „უსამართლოდ დაკავებული პირების“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
06/08/2025 - 14:50
ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა
04/08/2025 - 15:21
მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადება 6 აგვისტოს იგეგმება
19/06/2025 - 14:44
ევროპარლამენტი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ“ და „უპირობო“ გათავისუფლებას მოითხოვს
19/06/2025 - 14:31
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელზე იმსჯელა
19/06/2025 - 11:34