„მთავარის“ ჟურნალისტები ამბობენ, რომ ზაზა ოქუაშვილი არხს ხურავს

1 week ago 5

„მთავარის“ ჟურნალისტები ამბობენ, რომ ზაზა ოქუაშვილი არხს ხურავს.

„მთავარი არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, თვითონაც ჩაერთოს “ოცნების” წამოწყებულ ძალადობაში  და მის ხელთ არსებული საშუალებებით იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე.

ზაზა ოქუაშვილმა გააკეროს ის, რაც დღეს ივანიშვილს სჭირდება — დახუროს მთავარი არხი. ამას აკეთებს მისი დანიშნული დირექტორის მეშვეობით. იგი სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში, ერთადერთი ამოცანით — რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე პირადი ბერკეტი, თავისი მიზნების მისაღწევად. სხვა მხრივ, გოგი ქურდაძეს არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება.

ერთადერთი, რასაც აკეთებს — ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას და უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. მისი წყალობით თანამშრომლებს შეუჩერდათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

მთავარი არხი დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე, არსებული კონტრაქტები კი სრულდება. ეს სწორად ის არის, რაც სურს ივანიშვილს“, — ამბობს გიორგი გაბუნია.

სრულად წაკითხვა