მთავრობამ 3 იანვარი, 6 იანვარი, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით უქმე დღეებად გამოაცხადა

12 hours ago 6

მთავრობამ 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმე დღეებად გამოაცხადა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 24 დეკემბერს გამოსცა და იგი უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.

  • ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას
  • ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
  • ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე", - წერია დადგენილებაში.
სრულად წაკითხვა