საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იანვრის ოფიციალურ [1, 2] უქმე დღეებს კიდევ ხუთი დასვენების დღე დაემატა.
ესენია: 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები.
ამგვარად, დასვენების დღეები იქნება 1-დან 12 იანვრის ჩათვლით, ვინაიდან 1, 2 და 7 იანვარი ისედაც უქმე დღე, ხოლო 4-5 და 11-12 იანვარს შაბათ-კვირაა.
დასვენების დღეები არ ვრცელდება:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.