უოტფორდის ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე, ამ დროისთვის ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარება, თუმცა კლუბის ოფიციალური ცნობით, ის რეაბილიტაციის პროცესს განსაკუთრებული მონდომებით გადის.
ჩაკვეტაძე მხოლოდ აღდგენითი სამუშაოებით არ შემოიფარგლება – ფეხბურთელი ძალისმიერ ვარჯიშებსაც ასრულებს, რაც, როგორც წესი, ტრავმირებულ მოთამაშეებში იშვიათად გვხვდება.
„გიორგი ჩაკვეტაძე მთელი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდა სპორტდარბაზში. ის ასრულებდა როგორც ძალისმიერ, ისე აღდგენით ვარჯიშებს, რათა ფორმა შესაძლებლობის ფარგლებში შეენარჩუნებინა, მიუხედავად ტერფის ძვლის რთული ტრავმით გამოწვეული ტკივილისა,“ – ნათქვამია უოტფორდის განცხადებაში.
ქართველი ნახევარმცველის ასეთი პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა ინგლისურ კლუბში განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა.