მიზეზი ცნობილია - რატომ დატოვა დონარუმამ პსჟ მოულოდნელად

5 days ago 12

„პარი სენ-ჟერმენში“ ჯანლუიჯი დონარუმას დღეები დათვლილია. იტალიელი მეკარე ჯერ კიდევ კონტრაქტით არის დაკავშირებული პარიზულ კლუბთან, თუმცა ურთიერთობა პრაქტიკულად დასრულებულია და მხოლოდ ფორმალურად არსებობს.

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, მთავარი მიზეზი ფინანსური და ტაქტიკური უთანხმოებები გახდა. ენცო რაიოლას განცხადება, თითქოს დონარუმა და კლუბმა ახალი ხელშეკრულების პირობებზე მოილაპარაკეს, სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით – მეკარემ უარი თქვა შეთავაზებულ პირობებზე და უფრო სოლიდური ანაზღაურება მოითხოვა.

ამ დროს ლუის ენრიკემ გადაწყვიტა ალტერნატივა მოეძებნა და კლუბმა არჩევანი ლუკა შევალიეზე შეაჩერა. დამატებით, ესპანელ სპეციალისტს სჭირდებოდა მეკარე, რომელიც ფეხით თამაშში დამაჯერებელია, რაც დონარუმას ერთ-ერთ სისუსტედ ითვლება.

Le Parisien-ი კიდევ ერთ დეტალსაც ასახელებს – 2024 წლის ბოლოს გუნდში კაპიტან პრესნელ კიმპემბეს ხელმძღვანელობით მწვრთნელის წინააღმდეგ მცირე „აჯანყება“ მოეწყო, რომელშიც დონარუმაც ჩართული იყო. სწორედ აქედან გაუარესდა საბოლოოდ მისი ურთიერთობა ენრიკესთან.

მედიაში უკვე აქტიურად იწერება, რომ 25 წლის იტალიელი კარიერას, დიდი ალბათობით, „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.

სრულად წაკითხვა