რამდენიმე დღეა სოციალური ქსელი ჩემპიონის, ლაშა ბექაურის, ვიდეომ მოიცვა.
ვიდეოში ჩანს, რომ ლაშა ლომის ბოკვერს თბილილის ქუჩებში პორშეში ასეირნებს, კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხი წერდა რომ სპორტსმენმა პატარა ბოკვერი უკანონოდ შემოიყვანა საზღვარზე.
ახლა კი, თავად ბექაური, ავრველებს ფოტოს, სადაც ჩანს რომ მან ბოკვერი ზოოპარკს გადასცა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ბექა ყორშია, ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანაში სადაც არანაირი ინსტიტი არ არსებობს, თავად საზოგადოება იქცა ინსტიტუტად და ლაშას ბოკვრის ზოოპარკში მიყვანა “მოუწია.”
“ლაშა ბექაურს მოუწია ბოკვერის ზოოპორკში მიყვანა
ქვეყანაში, სადაც არანაირი ინსტიტუცია არ არსებობს, თავად საზოგადოება იქცა ინსტიტუციად ❤️”- წერს ბექა ყორშია.