ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება, მილანი კი ცდილობს, რომ 1 შემტევის დამატება მოასწროს.
როგორც იწერება, იტალიურ გრანდს ორი ვარიანტი აქვს: მარკუს რაშფორდი და ჟოაუ ფელიში, უფრო ახლოს კი მილანელები ამ უკანასკნელთან არიან.
რაშფორდს ინგლისის დატოვება დანამდვილებით სურს, თუმცა მისი პრიორიტეტი არა მილანში, არამედ ბარსელონაში თამაშია, რომელიც საქმეში ასევეა ჩართული.
შესაბამისად, მილანელები ახლა ფელიშზე არიან გადართულები, რომელიც ჩელსიში დღემდე ვერ იმკვიდრებს ადგილს და არის შანსი, რომ მილანისთვის ამ ფაქტმა კარგად იმოქმედოს.