მილანი ჯო გომეშის შეძენას შეეცდება - ფეხბურთელი თანახმაა

10 hours ago 4

„მილანის“ ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაძლიერებას ცდილობს და ამ მიზნით „ლივერპულის“ ცენტრალურ მცველს, ჯო გომესს, დაუკავშირდა. იტალიურმა გრანდმა უკვე გააკეთა ოფიციალური წინადადება ინგლისური კლუბისადმი.

ფინანსური პირობები ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ 28 წლის ფეხბურთელი მზად არის „როსონერის“ მაისური მოირგოს და კლუბთან ოთხწლიან ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს.

თავდაპირველად „მილანის“ სამიზნე მანჩესტერ სიტის“ მცველი მანუელ აკანჯი იყო, მაგრამ შვეიცარიელმა უარი განაცხადა სერია A-ში გადასვლაზე, რის შემდეგაც მილანელებმა გომესზე გადაერთვნენ.

გომესი „ლივერპულში“ 2015 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან მერსისაიდული კლუბის რიგებში 242 მატჩი ჩაატარა, თუმცა თავი გოლის გატანით ჯერ არ გამოუჩენია, ისე კი 10 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.

სრულად წაკითხვა