“მილანის” საფეხბურთო კემპი - იდეალური შანსი 8-დან 15-წლამდე პატარა ფეხბურთელებისთვის

3 hours ago 3

მალტაში 29 ივნისიდან 5 ივლისამდე “მილანის” საფეხბურთო კემპი ჩატარდება, რომელშიც 8-დან 15-წლამდე გოგოები და ბიჭები მიიღებენ მონაწილეობას.

სავარჯიშო სესიებს “მილანის” საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელები ჩაატარებენ და სამწვრთნელო გუნდს “მილანის” აკადემიის დირექტორი უხელმძღვანელებს. მწვრთნელებმა ინგლისური ენა იციან ან თუ რომელიმე მწვრთნელს ინგლისური არ ეცოდინება, ადგილზე თარჯიმანიც იქნება.

ვარჯიშები დილას და საღამოს და ბავშვებს ყველანაირი პირობა ექნებათ შექმნილი რეალური საფეხბურთო გამოცდილება მიიღონ.

გარდა ამისა, კემპის მონაწილეებს გადაეცემათ “მილანის” ოფიციალური მაისური, პუმას შორტები და ჩანთა. ასევე, სერტიფიკატი.

კემპში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 2499 ევროს, რაშიც შედის 3 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება და საუზმე (3 ან 4 საწოლიანი ოთახი), ტრანსფერი აეროპორტიდან  და ლანჩი. ასევე, ფრენის ბილეთები.

მსურველები დაგვიკავშირდით მეილზე  - [email protected].

სრულად წაკითხვა