"მინდა გავხდე UFC-ში პირველი, რომელიც.." - ილია თოფურიას დაპირება გულშემატკივარს

1 week ago 5

ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების სამყაროში იმხელა ტემპით იჭრა და სიმაღლეებზე ავიდა, რომ უკვე მისგან გულშემატკივარი ყველაფერს ელოდება.

სულ რაღაც წელიწადნახევარში "მატადორმა" ჯერ ქვემსუბუქ, შემდეგ კი მსუბუქ წონით დივიზიონში UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა — თანაც იმ ლეგენდების დამარცხებით, როგორებიც არიან ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა.

სანამ მსუბუქი წონის ტიტულის დასაცავად ოფიციალური მეტოქე გამოჩნდება, ან UFC-ის ხელმძღვანელები მას მესამე დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლას შესთავაზებენ, თოფურია მზად არის ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს. მისი ბოლო განცხადება ამის ნათელი დასტურია:

"ყოველთვის შემართებას ვინარჩუნებ და ახლაც მსურს საკუთარ თავს ახალი მიზანი დავუსახო. სავსებით შესაძლებელია და ძალიან მინდა გავხდე UFC-ის პირველი მებრძოლი, რომელიც კრივში მსოფლიოს ჩემპიონობას მოიპოვებს. სპორტის ამ სახეობის ხელმძღვანელებს მოვუწოდებ, ჩემს სიტყვებს სერიოზულად მოეკიდონ — მზად ვარ გულშემატკივარს დაუვიწყარი შოუ შევთავაზო.“

თუ თოფურია მართლაც კრივის ასპარეზზე გადაინაცვლებს, MMA-ის ისტორიაში შესაძლოა სრულიად ახალი თავი ჩაიწეროს — თავი, სადაც "ელ მატადორი“ ორმაგ ჩემპიონობაზე არ ჩერდება და რინგზეც იპოვებს გზას მწვერვალზე.

სრულად წაკითხვა