WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

5

პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი:

მინდა გითხრათ, რატომ გააკეთეს დღეს განცხადება ბრიუსელში, რომ მთავარი პოლიტიკური მსჯელობა საქართველოს და ევროკავშირის მომავალზე გაიმართება მომავალი წლის იანვარში.

​ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება ამბობს, რომ იანვრისთვის უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში ყველა ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის თაობაზე. ცხადია, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა სრულიად სხვა სიბრტყეში გადაიყვანს ჩვენს ქვეყანაში რეალობას და შესაბამისად სრულიად სხვა ტიპის რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირისგანაც. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ მთავარი პოლიტიკური მსჯელობა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც გადადებული იქნას იანვრამდე, სანამ ასე ვთქვათ, გამოჩნდება კიდევ ერთხელ კონტურები, სად მიდის ივანიშვილის ხელისუფლება — მიდის უკვე საბოლოოდ ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანების და გაუქმების გზით, იმიტომ რომ პარტიების გაუქმება ცხადია ამ მიმართულებით ძალიან დიდი და გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება მათ მხრიდან, თუ ექნებათ რაიმე მცდელობა, რომ შენარჩუნდეს რაიმე ტიპის ფუნქციური ურთიერთობები ევროკავშირთან.

​ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს თქვენს მომავალზე, თქვენს ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ეხება მათ შორის ისეთი სიკეთის შენარჩუნებას, როგორიც არის მაგალითად უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ევროკავშირთან მომავალში.