2
პოლიტიკოსი, ბადრი გრიგალაშვილი:
IRI-ს კვლევის შემდეგების კვალდაკვალ აზრი მუსირებს, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს და რბილ ქოცებს უნდა ველაპარაკოთო. ეს აზრი ლეგიტიმურია. 2 წლის მეც ვწერდი ამაზე.
თუმცა, ვინც თვლის რომ ბიძინას პირობებში ჩატარებულ არანაირ არჩევნებს არ აქვს აზრი და ბოიკოტია სწორი – მათგან უცნაური პოზიციაა.
თუ 2024 წლის მოვიგეთ, არჩევნების შედეგები დაიწერა ტაბლოზე და ჩატარდა პუტინის სპეცოპერაცია, აღარავისთან ყოფილა სალაპრაკო. ყველა გადმობირებული გვყოლია. მერამდენედ უნდა გადმოვიბიროთ? მერამდენედ უნდა მოვიგოთ თუ მაინც ვერ ვიცავთ შედეგს? რამე სპორტის სახეობაა?
ანუ, კითხვა არის შემდეგი, პრობლემა მიღებული ხმების რაოდენობა იყო თუ ხმების დაცვა? თუ ხმების რაოდენობა იყო, მაშინ მთლად ცალსახად ვერ მოგვიგია, თუ ხმების დაცვა – მაშინ ხალხის გადმობირება კი არა, გადმობირებულებში ოცეულების შექმნაა საჭირო.
ასევე, გაისმა აზრი, რომ ოპოზიციის შიგნითაც კი პოლარიზაციაა. ამასაც ვეთანხმები.
სანამ ზემოთ დასმულ კითხვას ოპოზიციის სრული სპექტრის მიერ არ გაეცემა პასუხი, მანამდე ეს პოლარიზაცია გაღრმავდება. ვერ გავარკვეთ ქოცებს უნდა ველაპარაკოთ თუ არ უნდა ველაპრაკოთ. ხალხი გადმოსაბირებელია თუ უკვე გადმობირებული. არჩევნებზე უნდა გავიდეთ თუ ბოიკოტი გავაგრძელოთ. და ა.შ.
თორე აგერ რეჟიმთან ართანამშრომლობის რეჟიმში, ალიანსში მყოფი თავისუფლების მოედანი კი დებატობს რ2ზე ქოცების გადმოსაბირებლად და ჯერ ისიც კი არ გვაქვს გარკვეული არის თუ არა ვინმე გადმოსაბირებელი.
საერთაშიროსო alia.ge