WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, პარალელებს ავლებს მოქმედი და წინა ხელისუფლების პირობებში ცხოვრების პირობებთან დაკავშირებით:

“2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ბუნებრივად იზრდებოდა და გაიზარდა რამდენჯერმე და მე მინდა ვკითხო ქართველ ხალხს: ცხოვრობთ თუ არა თქვენ, თითოეული თქვენთაგანი, იმაზე უფრო უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? იმაზე რამდენჯერმე უკეთესად, რადგან ეკონომიკაში ფული რამდენიმეჯერ მეტია… პასუხი არის ძალიან მარტივი – არა, არ ცხოვრობთ!

ე.ი. ამ ფულმა გვერდი აუარა თქვენ ჯიბეებს და წავიდა/გადაედინა ივანიშვილის, კალაძის, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, მდინარაძის, ჩხარტიშვილის, გილაურების, ფხაკაძეების, პაპაშვილების, ნოღაიდელის და ბანდის სხვა წევრების ჯიბეებში, რომელთაც საქართველო გადააქციეს უკვე რუსეთის ეკონომიკურ კოლონიად. რუსულ ფულს აქვს თვისება, ის თანაბრად არასოდეს ნაწილდება იმიტომ, რომ ბინძურ ფულია, კორუმპირებული ფულია და უთანასწორობაზე დაფუძნებული. მაგ. ჰოლანდიური ფული თანაბრად ნაწილდება, რუსული – არასდროს.

ჩვენთან შენდება ახალი ქალაქები, მაგრამ ეს ქალაქები არ არის ქართველების, ის არის არაბებისთვის.

ამ უბედურებების ფონზე მე მაქვს თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი: მომხდარია ძირეული გარდატეხა ხალხის ცნობიერებაში, თუ აქამდე ბევრი არ იმჩნევდა ოლიგარქის თავნებობას, ახლა ყველაფერი პირიქითაა – ყველა ჩადენილი საზიზღრობა, მათ შორის, დიდი ხნის წინ ჩადენილი დანაშაულებები უკან შეუბრუნდა.

2012 წელთან დაკავშირებით ბევრს გაუჩნდა სინანული, ბოდიშებს იხდიან. არ არის საჭირო ბოდიშების მოხდა, უბრალოდ გავაკეთოთ დასკვნები. მაგრამ უნდა გავავლოთ პარალელები, დავსვათ მარტივი კითხვები – ვცხოვრობდით თუ არა 2012 წელს უფრო კარგად, ვიდრე 2003 წელს და ვცხოვრობთ თუ არა 2026 წელს უფრო კარგად, ვიდრე 2012 წელს? ეს არის მარტივი კითხვები… უფრო დაცულია თუ არა თქვენი შვილები? კარგად გრძნობს თუ არა თავს კრიმინალი? უფრო ნაკლებია თუ არა კორუფცია? უფრო გაკმაყოფილებთ თუ არა ფასები, ვიდრე 2012 წელს? ეს იმისთვის კი არა, რომ ბოდიშები იხადოთ…“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.