“მინდა მადლობა ვუთხრა იმ მრავალ ათას ადამიანს, ვინც გუშინ მომილოცა” – მიხეილ სააკაშვილი

15 hours ago 1

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდია ყველას, ვინც მას დაბადების დღე მიულოცა 21 დეკემბერს:

მინდა მადლობა ვუთხრა იმ მრავალ ათას ადამიანს, ვინც გუშინ მომილოცა, მათაც ვინც ციხესთან მოვიდა და ასევე ტელევიზიებიდან გიორგი თარგამაძეს, მათე კირვალიძეს, თეა ადეიშვილს, ვინც ჩემი ამბავი საჯაროდ გააჟღერა.

და კიდევ ერთი, გუშინ იყო წლის ყველაზე გრძელი ღამე. ყველაზე გრძელ და ბნელ ღამეს მოჰყვება გათენება, ზუსტად ვიცი საქართველოშიც და უკრაინაშიც და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც აუცილებლად გათენდება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

სრულად წაკითხვა