“რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, პოლიტიკური კონტროლი აეღოთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაზე, ფიასკოთი დასრულდა” – ზაალ ანჯაფარიძე

13 hours ago 1

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ირაკლი ყანდაშვილმა, რასაც კონკრეტული შეფასებებით და გამარჯვებულისადმი მილოცვით ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

გუშინ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. რადიკალური ოპოზიციის მცდელობა (ბევრი რესურსი ჩახარჯეს) პოლიტიკური კონტროლი აეღოთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაზე, მეორე ტურში გადასული მათი კანდიდატის გაყვანით, ფიასკოთი დასრულდა.

ადვოკატთა ასოციაციამ, დიდი ძალისხმევის ფასად, მაგრამ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

ვულოცავ ასოციაციის თავმჯდომარეობას ირაკლი ყანდაშვილს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

სრულად წაკითხვა